დებულება

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი

„მედიატორი“-ს

კარი პირველი

 მუხლი 1 დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება

 1.1არბიტრაჟი“ (შემდგომში არბიტრაჟი) – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მუდმივმოქმედიარბიტრაჟი მედიატორი.“

1.2. „არბიტრაჟი” – ერთი ან რამდენიმე წევრისგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დებულებით დადგენილი წესით განიხილოს მხარეთა შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა.

 1.3. „არბიტრი”  – არბიტრაჟის წევრი.

 1.4. „მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე” – შპს  მუდმივმოქმედი არბიტრაჟიმედიატორი“- თავმჯდომარე (დირექტორი) ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

1.5. „კანონი” – საქართველოს კანონიარბიტრაჟის შესახებ“.

 1.6. „დავა” – კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განსახილველად მიმართავენ მუდმივმოქმედ არბიტრაჟს.

 1.7. „მხარეები” – საარბიტრაჟო მოსარჩელე და მოპასუხე.

 1.8. „საარბიტრაჟო მოსარჩელე“ (მოსარჩელე)– მხარე, რომელიც დავას განსახილველად გადასცემს არბიტრაჟს.

 1.9. ,,მტკიცებულება” – ნებისმიერი მონაცემი ან ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც არბიტრაჟი ადგენს მხარეთა მოთხოვნებისა და განცხადებების სამართლიანობასა და დასაბუთებულობას.

 1.10. „საარბიტრაჟო განხილვა” – არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის დავის განხილვა.

1.11. „საარბიტრაჟო შეთანხმება” (საარბიტრაჟო დათქმა) – დავამდელი ან დავის შემდგომი წერილობითი შეთანხმება მხარეთა შორის, ამა თუ იმ დავის საარბიტრაჟო განხილვის გზით მოწესრიგების შესახებ.

 1.12. „დებულება” –  მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება.

 1.13. ელექტრონული შეტყობინებანებისმიერი შეტყობინება, რომელსაც მხარეები გადასცემენ საინფორმაციო შეტყობინების სახით. საინფორმაციო შეტყობინება არის ინფორმაცია, რომელიც მომზადებულია, გაგზავნილია, მიღებულია ან შენახულია ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელეგრამით, ტელექსით ან ტელეფაქსით.

 მუხლი 2.  ზოგადი დებულებები

2.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი არის სამოქალაქო დავების განმხილველი ორგანო, რომელიც კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს პირებს შორის წამოჭრილ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს, მოქმედი კანონმდებლობისა და დებულებით დადგენილი წესების მიხედვით, თუ საარბიტრაჟო განხილვის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2.2. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი (არბიტრაჟი) ხელმძღვანელობს დებულების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს შესაბამისი საარბიტრაჟოსაპროცესო მოქმედების ჩატარების დროს.

 2.3. დავის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე (არბიტრაჟი) უფლებამოსილია განახორციელოს კანონითა და დებულებით აუკრძალავი ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი საპროცესო მოქმედება.

 2.4. მხარეთა შეთანხმება, რომელიც ადგენს დებულებით დადგენილი საქმის განხილვისა და სხვა საკითხების გადაწყვეტის განსხვავებულ წესს, არბიტრაჟისათვის სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შეთანხმების უფლება მხარეებს მინიჭებული აქვთ კანონით.

 2.5. მხარეები იწყებენ დავის წარმოებას მუდმივმოქმედ არბიტრაჟის დებულებაში და კანონში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის გზით.

 2.6. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ დროს საქმე დაამთავრონ მორიგებით. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელზე, ხოლო მეორე მხარესცნოს საარბიტრაჟო სარჩელი.

2.7. საარბიტრაჟო წარმოების მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს თავისი პოზიციის გამოხატვის სრული შესაძლებლობა.

 2.8. მხარეებს უფლება აქვთ, მათთვის ამ კანონით მინიჭებული გადაწყვეტილების მიღების უფლება გადასცენ მესამე პირს.

 2.9. სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 2.10. ერთერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრის შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 2.11. საქმის გარემოებათა გასარკვევად არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 2.12. მხარეებს, აგრეთვე არბიტრაჟს, უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 2.13. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურით, „არბიტრაჟის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 2.14. არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს მხარეთა მიერ არჩეული სამართლის იმ ნორმების შესაბამისად, რომლებიც დავის არსებით ნაწილზე ვრცელდება. მხარეთა შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა.

 2.15. არბიტრაჟის სხდომები დახურულია, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. არბიტრაჟის წევრი ვალდებულია დაიცვას საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

 2.16. თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ფორმა, არბიტრაჟი უფლებამოსილია ჩაატაროს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ზეპირი განხილვა ან საქმის განხილვა მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ერთერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟი ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი განხილვა საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე.

 2.17. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა. ამგვარი შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვა ხორციელდება ქართულ ენაზე.  პირს, რომელმაც საარბიტრაჟო განხილვის ენა არ იცის, დაენიშნება თარჯიმანი. არბიტრაჟი ასევე უფლებამოსილია საარბიტრაჟო წარმოების ენა დაადგინოს ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის გადაწყვეტილება ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას, ზეპირ მოსმენას, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, დადგენილებას და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს.

 2.18. არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სახელით. არბიტრაჟის კანონიერად ძალაში შესული გადაწყვეტილებები სავალდებულოა მხარეთათვის შესასრულებლად.

 2.19. არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ შეიძლება რაიმე ვალდებულებებს აკისრებდეს შესასრულებლად მესამე პირს.

 2.20. საარბიტრაჟო განხილვის ადგილია მუდმივმოქმედი არბიტრაჟის იურიდიული მისამართი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 2.21. არბიტრაჟის თითოეული სხდომის შესახებ და აგრეთვე სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული ცალკეული საარბიტრაჟოსაპროცესო მოქმედების შესახებ შეიძლება შედგეს ოქმი, რომელიც ასახავს საქმის განხილვის ან ცალკეული საარბიტრაჟოსაპროცესო მოქმედების ძირითად მომენტებს.

 მუხლი 3. საარბიტრაჟო შეთანხმება, არბიტრაჟის კომპეტენცია

 3.1. საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.

 3.2. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით.

 3.3. საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით.

 3.4. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ მისი შინაარსი დაფიქსირებულია ნებისმიერი ფორმით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების ფორმისა.

 3.5. საარბიტრაჟო შეთანხმების წერილობითი ფორმით დადების შესახებ მოთხოვნა სრულდება ელექტრონული შეტყობინებით, თუ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისი შემდგომი გამოყენებისათვის.

 3.6. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას.

 3.7. ხელშეკრულებაში არსებული მითითება ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს საარბიტრაჟო დათქმას, არის წერილობითი ფორმის საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ ამგვარი მითითება აღნიშნულ დათქმას ხდის ხელშეკრულების ნაწილად.

 3.8. თუ ხელშეკრულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების ერთერთი მხარეა ფიზიკური პირი ან ადმინისტრაციული ორგანო, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობით, ისეთი დოკუმენტის მეშვეობით, რომელიც ხელმოწერილია მხარეების მიერ. ასეთ შეთანხმებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის 3.4 – 3.6- პუნქტები.

 3.9. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საკუთარი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.

 3.10. განცხადება იმის შესახებ, რომ არბიტრაჟს არ აქვს კომპეტენცია, შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.

 3.11. განცხადება არბიტრაჟის მიერ საკუთარი კომპეტენციის გადაჭარბების შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.

 3.12. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს   3.10- და 3.11- მუხლებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.

 3.13. არბიტრაჟი უფლებამოსილია მისი კომპეტენციის შესახებ მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაადგინოს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, არბიტრაჟის ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში. სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

 მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა

 4.1. არბიტრაჟი შედგება ერთი ან რამდენიმე არბიტრისაგან.

 4.2. არბიტრთა რაოდენობა და მათი დანიშვნის წესი განისაზღვრება საარბიტრაჟო შეთანხმებით, ხოლო ასეთი დათქმის არარსებობის შემთხვევაში არბიტრაჟი იქმნება ამ მუხლით დადგენილი წესით.

 4.3. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრთა რაოდენობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საქმის განმხილველი არბიტრაჟის შექმნიდან 5 დღის ვადაში ნიშნავს კიდევ ერთ არბიტრს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა სიიდან.

 4.4. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით განსაზღვრულია არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა, მაშინ არბიტრაჟი იქმნება ამ შეთანხმების შესაბამისად, ხოლო სხვა შემთხვევებში, თუ არბიტრთა რაოდენობა არ იქნება განსაზღვრული მხარეთა შეთანხმებით, მაშინ არბიტრაჟი შეიქმნება სამი არბიტრის შემადგენლობით.

4.5. სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და ამ წესით დანიშნული ორი არბიტრი 5 დღის ვადაში ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარეს, რომელიც არ შეიძლება იყოს მხარის მიერ დანიშნული არბიტრი. ხმების გაყოფის შემთხვევაში არბიტრაჟის თავმჯდომარეს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში.

 4.6. თუ ერთერთი მხარე, რომელსაც ჩაბარდა შეტყობინება პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას და არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის ან არბიტრაჟის მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში, ან თუ ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 5 დღის ვადაში ვერ შეთანხმდება მესამე არბიტრის დანიშვნაზე, არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში. თუ მხარე დებულების ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ დანიშნავს არბიტრს (არბიტრებს), ეს ჩაითვლება მხარის მიერ არბიტრის (არბიტრების) დანიშვნაზე უარის თქმად.

 4.7. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, არბიტრაჟის მიერ დავაზე თავისი კომპეტენციის ცნობიდან 5 დღის ვადაში.

 4.8. თუ მხარე უარს აცხადებს არბიტრის დანიშვნაზე ან მისთვის განსაზღვრულ ვადაში არ დანიშნავს არბიტრს, ეს ჩაითვლება არბიტრის დანიშვნაზე უარის თქმად და მის მაგივრად არბიტრს დანიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე უარის მიღებიდან 5 დღეში.

 4.9. არბიტრის (არბიტრების) და არბიტრაჟის თავმჯდომარის დანიშვნაზე მხარეთა შეთანხმების არარსებობისას (მათ შორის ამ დებულებაზე მითითების არარსებობისას) ან შეთანხმებული პროცედურის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში:

) სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და ამ წესით დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარეს. თუ ერთერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში ან თუ ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 30 დღის ვადაში ვერ შეთანხმდება მესამე არბიტრის დანიშვნაზე, ერთერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში;

) ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრის დანიშვნაზე, ერთერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

 4.10. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ვალდებულია არბიტრის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე საარბიტრაჟო წარმოების მხარეებსა და არბიტრაჟს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია განათლებისა და არბიტრად მუშაობის გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). არბიტრის დანიშვნისას არბიტრაჟმა უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მიერ შეთანხმებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად.

 4.11. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მხარეები წერილობით აცნობებენ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს.

 4.12. ყოველი პირი მის არბიტრაჟის წევრად დანიშვნაზე იძლევა წერილობით თანხმობას და ავსებს სპეციალურ ბლანკს. დაუშვებელია პირის არბიტრად დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე.

 4.13. მხარეს შეუძლია არბიტრაჟის წევრის დანიშვნის უფლება გადასცეს სხვა პირს. თუ საქმეში რამდენიმე მოპასუხეა, ერთერთი მოპასუხის მიერ დანიშნული არბიტრი ჩაითვლება ყველა მოპასუხის მიერ დანიშნულად.

 4.14. მხარის ან სასამართლოს მიერ დანიშნულ არბიტრთან მუდმივმოქმედი არბიტრაჟი დებს ხელშეკრულებას.

 4.15. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე იღებს განკარგულებას.

 4.16. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევებში ახალი არბიტრი (არბიტრები) ინიშნება ამ მუხლით დადგენილი წესით.

 4.17. თუ ერთერთი მხარის მიერ დანიშნული არბიტრი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება არბიტრაჟის სხდომაზე ან დატოვებს მას, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე გადააყენებს მას არბიტრობიდან და მის მაგივრად დანიშნავს ახალ არბიტრს.

 4.18. თუ მხარის მიერ დანიშნული არბიტრი თუნდაც საპატიო მიზეზით ორჯერ ზედიზედ არ გამოცხადდება არბიტრაჟის სხდომაზე, მისი შეცვლა მოხდება 4.17- მუხლის შესაბამისად.

 4.19. მხარეს უფლება არა აქვს ერთპიროვნულად შეცვალოს თავისი დანიშნული არბიტრი.

 4.20. არბიტრაჟის ან არბიტრაჟის თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევაში, მათ შეცვლამდე განხორციელებული ყველა საარბიტრაჟო მოქმედება უნდა განმეორდეს. ცალკეული არბიტრის შეცვლის შემთხვევაში, საარბიტრაჟო მოქმედების განმეორების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი.

მუხლი 5. არბიტრის აცილება

 5.1. მხარეს შეუძლია მოითხოვოს იმ არბიტრის აცილება, რომელიც:

) არის ქმედუუნარო, შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

) სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე;

) მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს ნასამართლობა;

) არ აკმაყოფილებს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ კვალიფიკაციას;

) არსებობს სხვა გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ დასაბუთებული ეჭვი არბიტრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში.

 5.2. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ან უკვე დანიშნული არბიტრი ვალდებულია მისი დანიშვნიდან საარბიტრაჟო განხილვის მთელი ვადის განმავლობაში დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებს და არბიტრაჟს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც საეჭვოს ხდის მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

 5.3. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ.

 5.4. მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება მისცეს არბიტრაჟის წევრს, ვალდებულია 5 დღის ვადაში შესაბამისი არბიტრაჟის წევრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ეს გარემოება გახდა ცნობილი,  წერილობით მიუთითოს არბიტრის აცილების საფუძველი და მოტივები. აცილების შესახებ განცხადება შეიძლება გაკეთდეს ზეპირადაც არბიტრაჟის სხდომის დროს, რაც შეიტანება საარბიტრაჟო ოქმში.

 5.5. თუ განცხადებას აცილების შესახებ ეთანხმება მეორე მხარეც, არბიტრაჟი ვალდებულია დააკმაყოფილოს იგი.

 5.6. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის ერთ წევრს და არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც დაისვა, თვითონ არ ამბობს უარს არბიტრაჟის წევრობაზე და მეორე მხარეც არ არის თანახმა აცილებაზე, მაშინ აცილების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი 5 დღის ვადაში.

 5.7. თუ აცილება განუცხადეს არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად იხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს არბიტრი. აცილების მიღების შემთხვევაში არბიტრი საქმეს გადასცემს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, რომელიც ამ საქმეს განსახილველად გადასცემს სხვა არბიტრს.

 5.8. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის მთელ შემადგენლობას, ან მის უმრავლესობას, აცილების საკითხს გადაწყვეტს ამავე არბიტრაჟის სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით. კოლეგიური არბიტრაჟის მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის აცილების შემთხვევაში მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საქმეს განსახილველად გადასცემს კოლეგიური არბიტრაჟის სხვა შემადგენლობას, რომელიც დაინიშნება საერთო წესით.

 5.9. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას (მათ შორის ამ დებულებაზე მითითების არარსებობისას) მხარე, რომელსაც განზრახული აქვს, აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია არბიტრის აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს იმ დღიდან 15 დღის ვადაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა. არბიტრის აცილების შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს არბიტრის აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ გამოაცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ დაეთანხმება მის აცილებას არბიტრის აცილების შესახებ განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, არბიტრის აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის გასვლიდან 30 დღეში.

 5.10. აცილების განცხადების შემდეგ არბიტრაჟმა შეიძლება მოუსმინოს მხარეებს, აგრეთვე იმ არბიტრს, რომლის მიმართაც განაცხადეს აცილება.

 5.11. არბიტრის გადაყენების შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს განკარგულება. არბიტრის მიერ უარის თქმის, შეცვლის ან აცილების შემთხვევაში ახალი არბიტრი ინიშნება ამ მუხლით დადგენილი წესით.

 5.12. ექსპერტის, თარჯიმნის, სპეციალისტის, სხდომის მდივნის აცილება დასაშვებია დებულებით გათვალისწინებული საერთო საფუძვლებით.

 5.13. ექსპერტის, თარჯიმნისა და სპეციალისტის აცილების საფუძვლად არ ჩაითვლება დებულების 5.1. მუხლისქვეპუნქტში მითითებული გარემოებები.

 5.14. მუდმივმოქმედ არბიტრაჟს უფლება აქვს პატივსადები მიზეზების არსებობისას განაცხადოს თვითაცილება დავის განხილვაზე, რის შესახებაც მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო მხარეს უბრუნდება მის მიერ შეტანილი მასალები და საარბიტრაჟო მოსაკრებელი სრულად.

მუხლი 6. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება

 6.1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და არბიტრაჟის გარეშე ხარჯები.

 6.2. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 6.3. არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა მოპოვებასთან გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 6.4. საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს გაიღებს დაინტერესებული მხარე. არბიტრაჟი არ არის ვალდებული დავის განხილვასა ან თავისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გაწიოს რაიმე ხარჯი.  

 6.5. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდევინება წარმოებს:

)   საარბიტრაჟო სარჩელზე;

შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე;

)  განცხადებაზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;

) განცხადებაზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ და საჩივარზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ;

განცხადებაზე საპროცესო ვადების აღდგენის თაობაზე;

) საარბიტრაჟო საჩივარზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე.

 6.6. მოსაკრებლის ოდენობა ქონებრივ დავებზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების  2%- (ორი პროცენტი), მაგრამ არანაკლებ 300 (სამასი) ლარისა.

 6.7. მოსაკრებლის ოდენობა 6.5 მუხლის,“ „და ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს  ფიზიკური პირებისთვის 50 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის 150 ლარს.

 6.8. მოსაკრებლის ოდენობა 6.5 მუხლის  “ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეადგენს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარს.

 6.9. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 (ასი ათასი) ლარს.

 6.10. დებულებაში აღნიშნული თანხები მითითებულია დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე.

 6.11. დავის საგნის ფასს მიუთითებს საარბიტრაჟო მოსარჩელე. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის ნამდვილ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.

 6.12. თუ არბიტრაჟის მიერ განსახილველი დავა გამომდინარეობს სხვადასხვა ვალდებულებებიდან (ხელშეკრულებიდან) და ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე ძირითადი დავა უკვე განხილულია მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ, მაშინ საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო თუ ძირითადი დავა განხილულია არა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის, არამედ რომელიმე სხვა ორგანოს მიერ, მაშინ ამ დავაზე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ თავისი კომპეტენციის ცნობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო მოსაკრებელი განისაზღვრება სადავო საგნის ღირებულების 2%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.

 6.13. სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა საარბიტრაჟო სარჩელი.

 6.14. თუ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე. შემდეგ ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება, საქმის გადაწყვეტისას დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელის ფასის შესაბამისად.

 6.15. ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე.

 6.16. მუდმივმოქმედ არბიტრაჟს ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია ნაწილობრივ გაათავისუფლოს მხარე საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან.

 6.17. ერთი მხარის ნაწილობრივ გათავისუფლება საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან, მეორე მხარის საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებაზე გავლენას არ ახდენს.

 6.18. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს ან გაუნაწილადოს არბიტრაჟის ხარჯების გადახდა, ანდა შეუმციროს მისი ოდენობა.

6.19.  თუ მოსარჩელემ უარი თქვა თავის საარბიტრაჟო სარჩელზე  საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებამდე,  მაშინ საარბიტრაჟო მოსაკრებელი უბრუნდება უკან.

 6.20. თუ  მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს. თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით არბიტრაჟი მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ანაზღაურებას.

 6.21. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, საარბიტრაჟო მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნის  საფუძველზე მოსაკრებლის ოდენობა შემცირდება 25%-ით (ოცდახუთი პროცენტით)და უკან დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს.

 6.22. არბიტრაჟის ხარჯები (საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), დებულებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება არბიტრაჟის ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარ წილად.

6.23. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არბიტრაჟი აკისრებს მეორე მხარეს მხოლოდ მოგებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე.

6.24. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნის შემთხვევაში არბიტრაჟი მოპასუხეს დააკისრებს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ანაზღაურებას.

 6.25. თუ მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებით ან მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ურთიერთგანაწილების წესი, არბიტრაჟი ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.

 მუხლი 7. საარბიტრაჟოსაპროცესო ვადები

 7.1. საარბიტრაჟოსაპროცესო მოქმედება სრულდება კანონით და დებულებით დადგენილ ვადაში.

 7.2. კანონით ან დებულებით დადგენილი დღეებით გამოსათვლელი ვადის დინება იწყება იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 7.3. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

 7.4. თუ საარბიტრაჟოსაპროცესო ვადა კანონით ან დებულებით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს არბიტრაჟი. საარბიტრაჟოსაპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას არბიტრაჟმა უნდა გაითვალისწინოს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებისა და გადაწყვეტილების გამოტანისათვის მხარეების ან კანონის მიერ დაწესებული ვადა და იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

7.5. საარბიტრაჟო განხილვა  უნდა დაიწყოს საარბიტრაჟო სარჩელის არბიტრაჟში წარდგენიდან 10 დღის ვადაში. თუ საარბიტრაჟო საჩივრის წარდგენისას არბიტრაჟის შემადგენლობა არ არის არჩეული, საარბიტრაჟო განხილვა უნდა დაიწყოს არბიტრაჟის ყველა წევრის დანიშვნიდან 10 დღის განმავლობაში, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

 7.6. საარბიტრაჟოსაპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს ამ დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში.

 7.7. საარბიტრაჟოსაპროცესო ვადა გამოითვლება მხოლოდ დღეებით.

7.8. საარბიტრაჟოსაპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

7.9. ყველა დაუმთავრებელი საარბიტრაჟოსაპროცესო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. ვადების შეჩერება დაიწყება არბიტრაჟის დადგენილების გამოტანის დღიდან, შეჩერებული ვადის დენა განახლდება წარმოების განახლების დღიდან.

 7.10. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით, დებულებით ან არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საარბიტრაჟოსაპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

 7.11. არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადა არბიტრაჟმა შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

 7.12. საარბიტრაჟოსაპროცესო მოქმედების შესრულებისთვის კანონით ან დებულებით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით ან დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს არბიტრაჟმა, თუ ცნობს, რომ საარბიტრაჟოსაპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მოხდა საპატიო მიზეზით.

7.13. განცხადება საარბიტრაჟოსაპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება ამ ვადის გასვლამდე არბიტრაჟში. ვადის გასვლის შემდეგ ასეთ განცხადებას არბიტრაჟი მიიღებს, თუ ცნობს, რომ ვადის გასვლამდე განცხადების შეუტანლობა მოხდა საპატიო მიზეზით.

 7.14. ვადის აღდგენის შესახებ განცხადების შეტანასთან ერთად უნდა შესრულდეს ის საარბიტრაჟოსაპროცესო მოქმედება, რომლის ვადაც გასულია.

 7.15. განცხადება საარბიტრაჟოსაპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არბიტრაჟს წარედგინება წერილობით. მასში მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს საარბიტრაჟოსაპროცესო მოქმედების ვადაში შეუსრულებლობა, აგრეთვე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 7.16. განცხადებას ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) მხარეთათვის შეუტყობინებლად.

 7.17. საარბიტრაჟოსაპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა საპროცესო მოქმედება, გარდა ისეთ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეუსრულებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა.

 მუხლი 8. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება

 8.1. არბიტრაჟი, არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საარბიტრაჟო უწყებით (წერილობითი შეტყობინებით) აცნობებს მხარეს არბიტრაჟის სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟოსაპროცესო მოქმედების შესრულების დროსა და ადგილს.

 8.2. საარბიტრაჟო უწყებით არბიტრაჟში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

 8.3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას დგება აქტი, რომელიც დაერთვება საქმეს. აქტს ადგენს არბიტრაჟის შესაბამისი თანამშრომელი.

 8.4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.

 8.5. საარბიტრაჟო შეტყობინება და საქმის მასალები ჩაბარებულად ითვლება, თუ ისინი ჩაბარებულ იქნა დებულების 8 მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.

 8.6. საარბიტრაჟო შეტყობინებასთან ერთად მოპასუხეს ეგზავნება საარბიტრაჟო სარჩელი თანდართული საბუთების ასლებთან ერთად. შეტყობინებაში მიეთითება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულების ინტერნეტში საჯაროდ გამოქვეყნების ელექტრონული მისამართი. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მას გადაეცემა დებულების ბეჭდური ვერსია.

 8.7. საარბიტრაჟო შეტყობინებისა და გზავნილის სანიმუშო ფორმასა და შინაარსს ადგენს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია, კონკრეტული საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალოს გზავნილის შინაარსი.

 8.8. თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, მხარეს ეგზავნება არბიტრაჟში (მუდმივმოქმედ არბიტრაჟში) მეორე მხარისაგან შემოსული ყოველი განცხადების, დოკუმენტის, თხოვნის, ინფორმაციის ასლი მიღებიდან 5 დღის ვადაში.

8.9. საარბიტრაჟო უწყება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით. ადრესატისთვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც არბიტრაჟს უნდა დაუბრუნდეს.

 8.10. არბიტრაჟის თავმჯდომარეს, ხოლო თუ არბიტრაჟი არ არის დანიშნული სრული შემადგენლობით ან ჯერ არ არის არჩეული არბიტრაჟის თავმჯდომარე, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. პირი, რომელსაც დაევალა უწყების მიტანა, ვალდებულია უკან დააბრუნოს მისი მეორე ცალი უწყების მიღებაზე ადრესატის ხელმოწერით.

 8.11. მოქალაქეს უწყება უნდა ჩაბარდეს პირადად, უწყების მეორე ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით, ხოლო ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ასევე ხელს აწერს უწყების მეორე ეგზემპლარს.

 8.12. თუ უწყების მიმტანმა პირმა ადრესატი ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ ისინიც არ იმყოფებიან ადგილზე, – იმავე სახლში მცხოვრებ სახლის მფლობელს, დამქირავებელს, სოლიდარულ თანამოპასუხეს, რომლებიც თანახმა იქნებიან გადასცენ უწყება ადრესატს. უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი გვარი, სახელი, აგრეთვე ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს.

 8.13. თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება არბიტრაჟს. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს დავა.

 8.14. მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ არბიტრაჟს საარბიტრაჟო წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

 8.15. თუ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის უფლება მინდობილი აქვს ერთერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაბარდება მას, რომელიც ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.

8.16. თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი დაუდგენელია, ამ დებულების 8.4- მუხლის ბოლო წინადადებით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების გარდა არბიტრაჟი უფლებამოსილია წერილობითი შეტყობინება ჩააბაროს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს ან/და განახორციელოს საჯარო შეტყობინება გამოქვეყნების მეშვეობით, რის შესახებაც არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება. საარბიტრაჟო უწყება მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოსათვის მისი გადაცემიდან ან/და გამოქვეყნებიდან 14 დღის ვადაში.

 კარი მეორე

 მუხლი 9. მხარეთა საარბიტრაჟოსაპროცესო ქმედუნარიანობა

 9.1. არბიტრაჟი დავის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების საარბიტრაჟო სარჩელისა და შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე, მის მიერ დავაზე კომპეტენციის ცნობის შემდეგ. მხარეებად არბიტრაჟში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.

 9.2. ერთერთი  მხარის ქმედუუნარობის შემთხვევაში არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს დავა მხოლოდ მაშინ, თუ ქმედუუნარო პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. თუ საქმის წარმოების დროს გაირკვა, რომ ერთერთი მხარე ქმედუუნაროა  და  მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, არბიტრაჟი ვალდებულია შეაჩეროს საარბიტრაჟო განხილვა. საარბიტრაჟო განხილვა განახლდება კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ.

9.3. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საარბიტრაჟოსაპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადონ არბიტრაჟის წინაშე შუამდგომლობები, მისცენ არბიტრაჟს ზეპირი და წერილობითი ახსნაგანმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში გაასაჩივრონ არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმართონ სასამართლოს, ისარგებლონ დებულებით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

 9.4. საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის წინასწარი საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა.

 9.5. დავის წინასწარი საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების შემდეგ საარბიტრაჟო სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ არბიტრაჟის თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს საარბიტრაჟო სხდომის გადადება სხვა დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა.

 9.6. საარბიტრაჟო სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

 9.7. დაუშვებელია ისეთი ცვლილება, რაც სარჩელის, საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებს სცილდება.

 9.8. მხარეებს შეუძლიათ არბიტრაჟში დავა აწარმოონ როგორც უშუალოდ, ისე ადვოკატის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობა დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.

 9.9. მარწმუნებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე გააუქმოს მის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს არბიტრაჟს და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად შესრულებული ყველა იურიდიული მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.

 9.10. მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც არბიტრაჟს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, ან აიყვანოს ახალი წარმომადგენელი. ამის გათვალისწინებით, არბიტრაჟი დანიშნავს დროს, როცა წარმომადგენელს უფლება აქვს შეწყვიტოს პროცესში მონაწილეობა.

 9.11. საარბიტრაჟო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:

)   საარბიტრაჟო სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;

სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;

) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

 9.12. თითოეული საარბიტრაჟო მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.

 9.13. თანამონაწილეები სარგებლობენ კანონით და დებულებით მხარეებისათვის მინიჭებული ყველა უფლებით.

 9.14. თანამონაწილეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო დავის (საქმის) წარმოება ერთერთ თანამონაწილეს მიანდონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანამონაწილე არასრულწლოვანია, ანდა მას ჰყავს მეურვე ან მზრუნველი.

 9.15. თუ საქმის განხილვისას არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს საარბიტრაჟო სარჩელზე, მას შეუძლია  თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით შეცვალოს, თუ მოსარჩელესა და სათანადო მოპასუხეს შორის არსებობს შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმება.

 9.16. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, არბიტრაჟი თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 9.17. თუ საქმის განხილვის დროს არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, გამოიყენება 9.15- და 9.16- მუხლების წესები შესაბამისი ადაპტირებით.

 კარი მესამე

მუხლი 10. მტკიცებულებების შეგროვება და შეფასება

 10.1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 10.2. საარბიტრაჟო განხილვისათვის საჭირო მტკიცებულებებს წარმოადგენენ მხარეები. არბიტრაჟს (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 10.3. არბიტრაჟის უფლებამოსილებას განეკუთვნება ნებისმიერი მტკიცებულების დასაშვებობის შემოწმება და მტკიცებულებათა შეფასება.

 10.4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არბიტრაჟი უფლებამოსილია:

) საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს, წარუდგინოს მეორე მხარეს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება;

) გამოიძახოს ნებისმიერი მხარის მოწმე ან, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს მისი დაკითხვა საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე და გამოიყენოს მოწმის ჩვენება განხილვის დროს;

) საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს, წარმოადგინოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება.

10.5. არბიტრაჟს ან მხარეს არბიტრაჟის თანხმობით შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. აღნიშნული მტკიცებულებანი უნდა წარედგინოს მხარეს (მხარეებს) ან არბიტრაჟს განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს მიერ გამოძახებული მოწმის უფლებამოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

 10.6. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.

 10.7. არბიტრაჟი არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

 10.8. არბიტრაჟისათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 მუხლი 11. ექსპერტიზის დანიშვნა

 11.1. თუ დავის განხილვასთან დაკავშირებით არსებობს ან წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარის მოთხოვნით დანიშნოს ექსპერტიზა. ექსპერტიზის დანიშვნა სავალდებულოა, თუ მხარეები ამას მოითხოვენ.

 11.2. უარი ექსპერტის დანიშვნაზე უნდა დასაბუთდეს.

 11.3. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არბიტრაჟს უფლება აქვს:

) დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხებზე დასკვნების წარმოდგენის მიზნით;

) მოსთხოვოს მხარეებს, წარუდგინონ ექსპერტს საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, გადასცენ ექსპერტს დათვალიერებისათვის ან მისცენ შესაძლებლობა, დაათვალიეროს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან სხვა ნივთი.

 11.4. ექსპერტის შერჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ შესთავაზონ არბიტრაჟს ექსპერტად დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს ექსპერტიზის ჩატარება, წყვეტს არბიტრაჟი.

 11.5. მხარეებს უფლება აქვთ აგრეთვე წარმოადგინონ კითხვები, რომლებიც უნდა განმარტოს ექსპერტმა. საბოლოოდ იმ საკითხთა წრეს, რომლებზედაც საჭიროა ექსპერტის დასკვნა, განსაზღვრავს არბიტრაჟი. ეს უკანასკნელი ვალდებულია დაასაბუთოს მხარეთა მიერ წამოყენებული საკითხების უარყოფა.

 11.6. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ექსპერტის მიერ ზეპირი ან წერილობითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ არბიტრაჟი მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით სადავო საკითხებზე ჩვენებების მიცემის მიზნით მოიწვევს ექსპერტს საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეებს უფლება აქვთ, დაუსვან შეკითხვები ექსპერტს და მოიწვიონ სხვა ექსპერტები სადავო საკითხებზე ჩვენებების მისაცემად.

 11.7. ექსპერტის დასკვნა არბიტრაჟისათვის სავალდებულო არ არის, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

 11.8. არბიტრაჟის უარი ექსპერტის დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში.

 11.9. თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, არბიტრაჟს შეუძლია დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა.

11.10. თუ არბიტრაჟი არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე, თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არბიტრაჟს შეუძლია დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს.

 11.11. არბიტრაჟი ვალდებულია დანიშნოს დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზა, თუ მხარეები ამას მოითხოვენ.

 11.12. თუ ექსპერტის აზრით, არბიტრაჟის მიერ წინასწარ განსაზღვრული ხარჯები საგრძნობლად გაიზრდება დავის საგნის ღირებულებასთან შედარებით, ან დიდად გადააჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ხარჯებს, ექსპერტი ვალდებულია დროულად აცნობოს ამის შესახებ არბიტრაჟს.

11.3. ექსპერტის აცილება და თვითაცილება განხორციელდება არბიტრის აცილებისათვის ამ დებულებით განსაზღვრული საფუძვლებითა და წესით.

კარი მეოთხე

           

მუხლი 12. საარბიტრაჟო სარჩელი

 12.1. საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება არბიტრაჟში ამ დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მიღების დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 12.2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო განხილვის დაწყების საფუძველია მხარის საარბიტრაჟო სარჩელი, რომელიც მოსარჩელემ წერილობითი ფორმით უნდა წარმოუდგინოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს. მასში მითითებული უნდა იყოს მხარეთა სახელწოდებები და მისამართები, საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოთხოვნა, დავის საგნის ღირებულება, ის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ აღნიშნულ მოთხოვნას, და საარბიტრაჟო სარჩელზე თანდართული საბუთების ნუსხა.

 12.3. საარბიტრაჟო მოპასუხე მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე.

 12.4. საარბიტრაჟო სარჩელს აუცილებლად უნდა ერთვოდეს ის დოკუმენტი, სადაც მითითებულია საარბიტრაჟო შეთანხმების შესახებ და საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 12.5. საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული საბუთები წარმოდგენილ უნდა იქნეს იმდენი დამატებითი ასლით, რამდენიც მოპასუხეა.

 12.6. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ვალდებულია სარჩელის ჩაბარებიდან ხუთი დღის განმავლობაში თავისი განკარგულებით სცნოს არბიტრაჟის კომპეტენცია და მიიღოს დავა წარმოებაში ან არ სცნოს დავაზე არბიტრაჟის კომპეტენცია და უარი თქვას მის მიღებაზე. არბიტრაჟის მიერ დავაზე კომპეტენციის ცნობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოშიარბიტრაჟის შესახებსაქართველოს კანონის 16.5- მუხლის შესაბამისად და დებულების 3.13- მუხლის შესაბამისად.

 12.7. საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმის დაუცველად წარდგენის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა არ დაიწყება. თუ საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის დროს დაშვებულია ხარვეზი, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს და საარბიტრაჟო მოსარჩელეს მისცემს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, სარჩელი შეტანილად არ ჩაითვლება და დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 90%.

 12.8. მიღებული საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს მოპასუხეს მისი წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში. მოპასუხეს დაენიშნება ვადა რათა მან წერილობით პასუხი გასცეს სარჩელში წარმოდგენილ მოთხოვნებს  და გამოთქვას მოსაზრებები სარჩელზე დართული საბუთების შესახებ.

 12.9. მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს ცნობს თუ არა მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნებს და თუ არ ცნობს, რა კონკრეტულ გარემოებას ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ, რა მტკიცებულებებით შეიძლება დაამტკიცოს ეს გარემოებები, რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოპასუხე სარჩელისაგან თავის დაცვას (კერძოდ, ხომ არ აპირებს შეგებებული სარჩელის აღძვრას, ხომ არ უარყოფს პრეტენზიის დასაშვებობას და ..), რომელი მოწმე უნდა იქნეს გამოძახებული არბიტრაჟის სხდომაზე, სხვა საკითხებს, რასაც მნიშვნელობა აქვს საარბიტრაჟო წარმოებისათვის.

 12.10. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე 12.9- მუხლის  შესაბამისად, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას. შესაგებლის წარმოუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.

 12.11. მოპასუხის წერილობითი პასუხი და მასზე დართული საბუთების ასლები უნდა გადაეგზავნოს მოსარჩელეს. მოსარჩელეს უფლება აქვს წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, აგრეთვე მოპასუხის წერილობითი პასუხის თაობაზე გამოთქვას თავისი მოსაზრებები წერილობით არბიტრაჟის მიერ დანიშნულ ვადაში.

 12.12. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი არ მიიღებს საარბიტრაჟო საჩივარს თუ არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ, საქმე არბიტრაჟის განსჯადი არ არის, საჩივარი შეიტანა ქმედუუნარო პირმა ან დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.

 12.13. სარჩელის მიუღებლობის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს განკარგულება. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს უბრუნდება მის მიერ შეტანილი საბუთები და შენატანი თანხის 90%.

 12.14. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო განხილვის დროს მხარეს შეუძლია შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნები, შესაგებელი ან წარმოადგინოს დამატებითი მოთხოვნები, თუ ეს არბიტრაჟმა არ მიიჩნია განხილვის გაჭიანურებად.

12.15. მხარეს უფლება აქვს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი განცხადების საფუძველზე გამოითხოვოს საქმე უკან. საქმის გამოთხოვის შემთხვევაში არბიტრაჟს, ხოლო თუ არბიტრაჟი შექმნილი არ არის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, გამოაქვს დადგენილება საქმის განუხილველად დატოვების შესახებ. მხარის განცხადების საფუძველზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე საქმის გამოთხოვის შემთხვევაში მხარეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 90%, ხოლო დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის შემდგომ საქმის გამოთხოვის შემთხვევაშიგადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%. ამასთან, ასეთ შემთხვევებში საარბიტრაჟო მოსაკრებელი არ შეიძლება იყოს 6.6- მუხლში მითითებულ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები.

 მუხლი 13. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი

 13.1. მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. არბიტრაჟი მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ:

) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;

) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;

შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთ კავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად გადაწყდება.

 13.2. თუ შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი აღძრულია საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრების შემდეგ, მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი, თუ არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს ვადის გაშვებას. ამ შემთხვევაში, არბიტრაჟს შეუძლია მოსარჩელის თხოვნით ან თავისი ინიციატივით გადადოს საქმის განხილვა სხვა დროისათვის. საქმის გადადებით გამოწვეული ხარჯები დაეკისრება მოპასუხეს, რომელმაც დაგვიანებით აღძრა შეგებებული სარჩელი.

 13.3. შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენა შეიძლება საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად არბიტრაჟს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება.

 მუხლი 14. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

 14.1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.

 14.2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარის მიმართვის საფუძველზე, წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, გონივრულ ვადაში დაავალოს მხარეს:

) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება ან აღდგენა;

) ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

) ღონისძიებების განხორციელება იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებითაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;

) იმ მტკიცებულებების შენახვა და შენარჩუნება, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავას და მის გადაწყვეტას.

14.3. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის ამ დებულების 14.2- მუხლის ,,”-,,პუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებების არსებობა:

) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;

) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;

) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

 14.4. ამ დებულების 14.2 მუხლის ,,პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ 14.3- მუხლის ,,”-,,პუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებშიც არბიტრაჟი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

 14.5. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.

 14.6. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია ამ მხარის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დააკისროს.

 14.7. არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით.

 14.8. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეებს მოსთხოვოს იმ ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადება, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზედაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.

 14.9. არბიტრაჟი შუამდგომლობას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ განიხილავს მოპასუხისათვის შეუტყობინებლად, მისი შეტანიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.

 14.10. სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება იქნა გამოყენებული, ასევე უნდა მიეთითოს, რომ თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებებით.

 14.11. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა, მოპასუხის დავალდებულება გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი სასამართლო აღმასრულებელს სეკვესტრის სახით, ან სხვა ღონისძიება.

14.12. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს ან არბიტრაჟს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

 14.13. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებულ არბიტრაჟის განჩინებას (დადგენილებას) აქვს სავალდებულო ძალა და უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, სასამართლოსათვის მისი ცნობა აღსრულების მიმართვის გარეშე.

 14.14. მხარეს ასევე შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, არბიტრაჟში მომართვის გარეშე.

 მუხლი 15. საქმის მომზადება სხდომაზე განსახილველად

 15.1. არბიტრაჟის დანიშვნამდე საქმეს ამზადებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხოლო არბიტრის დანიშვნის შემდეგ არბიტრაჟის თავმჯდომარე.

 15.2. საქმის საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების მიზნით მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე მიმართავს დებულების 12.6-, 12.8- და 12.11- მუხლებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

15.3. საქმის მოსამზადებლად მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს ასევე შეუძლია მიმართოს შემდეგ ღონისძიებებს:

) დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები. წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები;

) გამოითხოვოს მხარეთა თხოვნით მტკიცებულებები, რომელთა მიღებაც თავად მხარეებმა ვერ შეძლეს;

) განსაზღვრულ შემთხვევებში მიმართოს სასამართლოს;

) გადაწყვიტოს საარბიტრაჟო პროცესში თანამონაწილეობის საკითხები;

) შეამოწმოს მტკიცებულებები, თუ ეს არბიტრაჟში საქმის არსებითად განხილვისას ძნელი იქნება ან გააჭიანურებს საქმის განხილვას;

) ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება;

) მოახდინოს სარჩელის უზრუნველყოფა;

) გადაწყვიტოს ექსპერტის დანიშვნის საკითხი;

) დაიბაროს მოწმეები და ექსპერტები საარბიტრაჟო სხდომის დღისთვის;

) მიიღოს ყველა სხვა კანონიერი ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს საარბიტრაჟო სხდომაზე საქმის გადაწყვეტას.

 15.4. მხარეები მოვალენი არიან შეასრულონ საქმის მომზადების მიზნით მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (არბიტრაჟის) თავმჯდომარის მითითებები. წერილობითი მასალების წარუდგენლობა თუ სხვა მოქმედების შეუსრულებლობა ისეთი მიზეზით, რომელსაც არბიტრაჟი არასაპატიოდ სცნობს, ართმევს მხარეს უფლებას შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის საარბიტრაჟო სხდომაზე განხილვის დროს.

 15.5. საარბიტრაჟო სხდომას ნიშნავს არბიტრაჟი დადგენილებით.

 მუხლი 16. მხარეთა გამოუცხადებლობა

 16.1. თუ ერთერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 16.2. თუარბიტრაჟის შესახებსაქართველოს კანონის რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.

მუხლი 17. არბიტრაჟის სხდომა

 17.1. საარბიტრაჟო სხდომის თავმჯდომარე ხსნის და უძღვება სხდომას, აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, იმას, თუ ვინ გამოცხადდა სხდომაზე გამოძახებულ პირთაგან, მხარეებს განუმარტავს აცილების უფლების შესახებ.

 17.2. მხარეთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის თუ გამოთხოვის, აგრეთვე, საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ, არბიტრაჟმა შეიძლება დააკმაყოფილოს იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები მიზნად არ ისახავს საქმის განხილვის გაჭიანურებას. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თხოვნით ან არბიტრაჟის ინიციატივით საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.

 17.3. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის არსის შესახებ სხდომის თავმჯდომარის (კოლეგიური შემადგენლობის შემთხვევაში –  ერთერთი წევრის) მოკლე მოხსენებით, რის შემდეგაც არბიტრაჟი მოისმენს მოსარჩელისა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნაგანმარტებებს, კერძოდ, როგორია მისი მოთხოვნა, რა გარემოებებს ემყარება ეს მოთხოვნა, რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნებს და უარს ხომ არ ამბობს სარჩელზე, ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვა.

 17.4. მოსარჩელის შემდეგ, სიტყვა ახსნაგანმარტებისათვის ეძლევა მოპასუხესა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირს, კერძოდ, როგორია მისი შესაგებელი, ხომ არ ცნობს სარჩელს ან ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვა.

 17.5. მხარეთა ახსნაგანმარტებების მოსმენის დროს მათ შეიძლება წამოაყენონ ახალი მოსაზრებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც  არ ყოფილა განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ან მხარეთა ზეპირი შეჯიბრების დაწყებამდე.

 17.6. არბიტრაჟი გაითვალისწინებს ამ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებს. თუ ცნობს, რომ მათ შესახებ თავის დროზე არ იყო განცხადებული საპატიო მიზეზით და ეს არ მომხდარა საქმის გაჭიანურების მიზნით. მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სთხოვოს არბიტრაჟს საქმის განხილვის გადადება, რათა მოემზადოს ამ ახალი გარემოებებისა და მტკიცებულებების გასაქარწყლებლად.

 17.7. თუ არბიტრაჟის სხდომაზე გამოცხადდება მხოლოდ ერთი მხარე, არბიტრაჟი მიიღებს ახსნაგანმარტებას ამ ერთი მხარისაგან.

 17.8. ახსნაგანმარტებების მოსმენის შემდეგ არბიტრაჟის ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა დაუსვას მეორე მხარეს. პირველად სვამს მოსარჩელე, ხოლო შემდეგ მოპასუხე. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დადგენას, არბიტრაჟს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ დროს დაუსვას მხარეებს შეკითხვები.

 17.9. შეკითხვების შემდეგ, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით არბიტრაჟს შეუძლია გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები. არბიტრაჟი ეკითხება მხარეებსა და წარმომადგენლებს, ხომ არ სურთ რაიმე დაამატონ საქმის მასალებს. თუ ასეთი სურვილი არ გამოითქვა, არბიტრაჟი  საქმის გამოკვლევას დამთავრებულად აცხადებს, რის შემდგომაც იწყება მხარეთა პაექრობა.

 17.10. პაექრობისათვის სიტყვა ეძლევა მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს, ხოლო შემდგომ მოპასუხესა და მის წარმომადგენელს. მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით და მისი წარმომადგენელი გამოდიან მხარეების შემდეგ. მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის გარეშე და მისი წარმომადგენელი გამოდიან იმ მოსარჩელის ან მოპასუხის შემდეგ, რომლის მხარეზეც მესამე პირი მონაწილეობს საქმეში.

17.11. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყველა მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით.

 17.12. მხარეთა პაექრობის შემდეგ არბიტრაჟი ნიშნავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, რითაც საარბიტრაჟო განხილვა მთავრდება. არბიტრაჟს შეუძლია საარბიტრაჟო სხდომაზე გამოაცხადოს მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

 17.13. საქმის ზეპირი განხილვის დროს დგება ოქმი. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ძირითად მომენტებს. ოქმი მომზადებული და ხელმოწერილი უნდა იქნეს არა უგვიანეს ხუთი დღისა სხდომის დამთავრების შემდეგ. არბიტრაჟს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი ან კომპიუტერი, რომელთა ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. საარბიტრაჟო სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟოსაპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ მაგნიტოფონისა თუ კომპიუტერის ჩანაწერები გადატანილ უნდა იქნეს ოქმში. სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან  ხუთი დღის განმავლობაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმის მიმართ, მიუთითონ უსწორობასა თუ უსრულობაზე.

 მუხლი 18. საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტა ზეპირი მოსმენი გარეშე

18.1. თუ მხარეები შეთანხმებული არიან წერილობით, არბიტრაჟი უფლებამოსილია ჩაატაროს საქმის განხილვა წერილობით, მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.

 18.2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის შეახებ, თუ მოპასუხე არ წარმოადგენს შეპასუხებას.

18.3. თუ არბიტრაჟი საჭიროდ ჩათვლის, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მოწოდებული ინფორმაცია არ არის საკმარისი დავაზე გადაწყვეტილების მისაღებად, მას შეუძლია თითოეულ მხარეს გაუგზავნოს შეკითხვები და მოსთხოვოს ამ შეკითხვებზე წერილობითი პასუხების მოწოდება. არბიტრს ასევე შეუძლია დანიშნოს სხდომა მხარეთა ზეპირი ახსნაგანმარტებების მისაღებად.

 მუხლი 19. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

 19.1. საქმეზე არბიტრაჟს გამოაქვს გადაწყვეტილება არბიტრაჟის მიერ პირველი საარბიტრაჟო სხდომის ჩატარებიდან 30 დღის ვადაში, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

 19.2. რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარ არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს არბიტრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 19.3. არბიტრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

 19.4. გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები შეიძლება გადაწყვიტოს არბიტრაჟის თავმჯდომარემ, თუ მას შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული ექნება მხარეების ან ყველა არბიტრის მიერ.

 19.5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით.

19.6. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი წერილობით უნდა იქნეს გამოტანილი. მას ხელი უნდა მოაწეროს (მოაწერონ) არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამომტანი არბიტრები, საარბიტრაჟო განხილვის მხარეები, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი.

 19.7. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს იმ მოტივებზე მითითებით, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას, ან ამის შესახებ მხარეები განაცხადებენ თანხმობას პროცესზევე, ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია ამ დებულების 19.10 -19.12- მუხლების შესაბამისად.

 19.8. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს.

 19.9. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან, თუ მხარეთა მიერ ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

19.10. თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი შეწყვეტს განხილვას. არბიტრაჟი, მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს მხარეთა მორიგებას შეთანხმებული პირობებით.

19.11. არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

19.12. მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ასეთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.

 მუხლი 20. საარბიტრაჟო წარმოების შეწყვეტის საფუძვლები

20.1. საარბიტრაჟო განხილვა წყდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერისა და მხარეთათვის გადაცემის შემდეგ ან 20.2 – მუხლის შესაბამისად, არბიტრაჟის დადგენილების საფუძველზე.

20.2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:

) თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებს საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;

) თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე;

) თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.

 20.3. საარბიტრაჟო განხილვა წყდება ასევე 19.10- მუხლის საფუძვლით.

 უხლი 21. საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვება

 21.1. არბიტრაჟი განუხილველად დატოვებს საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:

) საარბიტრაჟო სხდომაზე საარბიტრაჟო მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხე თანახმაა საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვებისა;

) არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა;

) საარბიტრაჟო სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე;

) საარბიტრაჟო მოსარჩელემ არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი;

) დებულებითა და კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 21.2. სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს საერთო წესის დაცვით.

 21.3. თუ მხარე საქმეს გამოითხოვს საარბიტრაჟო წარმოებიდან, მუდმივმოქმედი არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება საქმის განუხილველად დატოვების შესახებ. ამ შემთხვევაში მხარეს უბრუნდება მის მიერ შეტანილი საქმის მასალები, საქმის განუხილველად დატოვების შესახებ დადგენილებასთან ერთად.

 მუხლი 22. საქმის წარმოების გადადება და შეჩერება

 22.1. არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს ან გადადოს საქმის განხილვა შემდეგ შემთხვევებში:

) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავოსამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომლის საქმეში მხარეს წარმოადგენს;

მხარე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ან ავად არის, რის გამოც საშუალება არა აქვს გამოცხადდეს არბიტრაჟში და ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით;

მხარე იმყოფება ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში;

) გამოცხადებულია მოპასუხის ძებნა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, ან თუ საარბიტრაჟო განხილვისას აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო განხილვის საგანია და რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს განხილვის შედეგებზე;

) არბიტრაჟმა დანიშნა ექსპერტიზა;

) სხვა აუცილებლობის შემთხვევაში.

 22.2. საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება.

 მუხლი 23. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

 23.1.  თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების მიღების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში:

მოსთხოვოს არბიტრაჟს, გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები;

მხარეთა შეთანხმების არსებობისას მოსთხოვოს არბიტრაჟს, მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.

 23.2. არბიტრაჟმა, თუ იგი მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.

 23.3. არბიტრაჟი უფლებამოსილია, გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს 23.1- მუხლის ,,პუნქტში მითითებული შეცდომა.

 23.4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 60 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.

 23.5. არბიტრაჟს, აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია არა უმეტეს 30 დღით გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს შეცდომა, უნდა მისცეს განმარტება ან უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ამ მუხლის შესაბამისად. თუ მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაში.

 მუხლი 24. საქმის გადასინჯვა

 24.1. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, არბიტრაჟი უფლებამოსილია გადასინჯოს განხილული საქმე.

 24.2. საქმის გადასინჯვა წარმოებს დებულებით დადგენილი წესების მიხედვით.

 24.3. საქმის გადასინჯვის დაწყების საფუძველია დაინტერესებული მხარის საარბიტრაჟო საჩივარი საქმის გადასინჯვის შესახებ.

 24.4. საქმის გადასინჯვაში არ შეიძლება მონაწილეობას იღებდეს ის არბიტრი (არბიტრები), რომლებიც მანამდე მონაწილეობდნენ ამ საქმის განხილვაში.

 24.5. არბიტრი მოქმედებს იმ ფარგლებში, რასაც ითვალისწინებს მხარეთა შეთანხმება. თუ შეთანხმება არ არსებობს, საქმეს იხილავს არსებითად.

 24.6. არბიტრაჟი უფლებამოსილია:

) გააუქმოს საქმეზე არსებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი;

) არ დააკმაყოფილოს საჩივარი და არსებული გადაწყვეტილება დატოვოს ძალაში.

 24.7. საქმის გადასინჯვის დროს საარბიტრაჟო შენატანის გადახდევინება წარმოებს დებულებით გათვალისწინებული საერთო წესების თანახმად.

 მუხლი 25. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საარბიტრაჟო განხილვის განახლება

 25.1. მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საარბიტრაჟო განხილვის განახლება შემდეგი საფუძვლით:

) სასამართლოს მიერ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ უარის თქმის საფუძვლად სასამართლოს მიერ მითითებულიაარბიტრაჟის შესახებსაქართველოს კანონის 45- მუხლის.“, „.ან/და.პუნქტებზე;

) არბიტრაჟის მიერ მორიგების დამტკიცების შემდეგ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებების არსებობა, რაც მორიგების პერიოდში მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო, საარბიტრაჟო საქმის წარმოება არ შეწყდებოდა;

) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მხარეთა მორიგების შემთხვევაში;

) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდება სასამართლოს მიერ.

 25.2. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა განახლდება და საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან იქნება განხილული.

 მუხლი 26. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

 26.1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ,,არბიტრაჟის შესახებკანონის 44- და 45- მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

 26.2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

 მუხლი 27. საარბიტრაჟო განხილვის განახლება

27.1. იმ შემთხვევაში, თუ ერთერთი მხარე სასამართლოში გაასაჩივრებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას და სასამართლო შეაჩერებს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განხილვას იმ მიზნით, რათა არბიტრაჟს მიეცეს საშუალება განხილვის განახლებისა გადაწყვეტილების საფუძვლის აღმოსაფხვრელად, არბიტრაჟი განაახლებს დავის საარბიტრაჟო განხილვას.

27.2. საარბიტრაჟო საქმის განხილვის განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არბიტრაჟს ამის თაობაზე გამოაქვს დადგენილება, რომლითაც იმავდროულად აუქმებს არბიტრაჟის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.

 27.3. განახლებული საარბიტრაჟო განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას არბიტრაჟი უგზავნის როგორც მხარეებს, ისე სასამართლოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოფხვრის დამამტკიცებელ დოკუმენტთან ერთად.

 27.4. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ არ ცნო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაარბიტრაჟის შესახებსაქართველოს კანონის 45- მუხლის.“, „.ან/და.პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, არბიტრაჟი, საქმის სასამართლოდან არბიტრაჟში დაბრუნების შემდეგ, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე განაახლებს საქმის წარმოებას და განიხილავს საქმეს ზემოაღნიშნული საფუძვლების აღმოფხვრის მიზნით.

 27.5.საქმის განხილვის განახლების თაობაზე არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება, რომლითაც იმავდროულად აუქმებს არბიტრაჟის წინა გადაწყვეტილებას.

 27.6. განახლებული საქმის განხილვას აგრძელებს, როგორც წესი, იგივე არბიტრი, რომელიც მონაწილეობდა საქმის წინა განხილვაში. იმ შემთხვევაში, თუ იგივე არბიტრის მონაწილეობა საქმეში შეუძლებელია, საქმის განმხილველ არბიტრს ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარე არბიტრაჟის არბიტრთა სიიდან.

 მუხლი 28. დასკვნითი დებულებები

28.1. წინამდებარე  დებულება გამოქვეყნდეს არბიტრაჟის ვებგვერდზე და  ამოქმედდეს მისი გამოქვეყნების დღიდან.

 28.2. წინამდებარე დებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი შპს მუდმივმოქმედი არბიტრაჟიმედიატორის“ 2009 წლის 21 იანვრის  დებულება.

 28.3. საარბიტრაჟო წარმოებაში მიღებული საქმეები, რომელთა საარბიტრაჟო განხილვა არ დაწყებულა წინამდებარე დებულების კანონიერ ძალაში შესვლამდე, განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება წინამდებარე დებულების მიხედვით.